ყველა კურსი

კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები თანამედროვე ხედვით

კურსი „კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები თანამედროვე ხედვით“ ორიენტირებულია ფერმერულ მეურნეობაში ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე, წარმოების პროცესების გაუმჯობესებასა და ცვალებად გარემო პირობებთან ეფექტიანად ადაპტირებაზე. კურსი ასევე მოიცავს ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების ძირითად პრინციპებს, Green Tech გადაწყვეტილებებსა და კლიმატური რისკების მართვას, აგრეთვე მდგრადი და მწვანე აგრომეწარმეობის განვითარების შესაძლებლობებს.

მწვანე ბიზნესმოდელი

კურსი მწვანე ბიზნესმოდელის შესახებ ორიენტირებულია აგრობიზნესში მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვაზე, რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე. კურსი ასევე მოიცავს განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური მიდგომების გამოყენებას, ნარჩენების მართვას, აგრეთვე მწვანე დაფინანსების შესაძლებლობებსა და მისი მოპოვების ალტერნატიულ მეთოდებს.

სერტიფიცირება და სტანდარტიზაცია

სერტიფიცირებისა და სტანდარტიზაციის კურსი ორიენტირებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ხარისხის მართვის სისტემების დანერგვაზე, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასა და წარმოებული პროდუქციის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე. კურსი ასევე მოიცავს GlobalG.A.P-ის, GeoGAP-ისა და AgroCode-ის სტანდარტების მოთხოვნებსა და მათი პრაქტიკაში დანერგვის გზებს.

ციფრული აგრომეურნეობა

ციფრული აგრომეურნეობის კურსი ორიენტირებულია მიწის რესურსების ეფექტიან მართვაზე, მოსავლიანობის ანალიზსა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსი მოიცავს GIS გეოინფორმაციული სისტემების (GIS) და სხვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას ფერმერული სადემონსტრაციო ნაკვეთების მონიტორინგისთვის და მიღებული მონაცემების ეფექტიან გაზიარებას.

მდგრადი სოფლის მეურნეობა

მდგრადი სოფლის მეურნეობის კურსი მოიცავს ნიადაგის დაცვას, მისი ბუნებრივი რესურსებით გამდიდრებას, წყლის რესურსების გონივრულ გამოყენებას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, აგრეთვე ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებისა და შემცირებული ქიმიკატების გამოყენებას.

საზაფხულო ონლაინ ბანაკი თემაზე: ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა და თანამედროვე მიდგომები

აგრიტექი AI

წიგნი დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ, როგორ შეუძლია ტექნოლოგიებს შეცვალოს სოფლის მეურნეობა და გახადოს ის თანამედროვე. ჩემი სურვილია, რომ ეს ნაშრომი გახდეს თქვენთვის ინსპირაციის წყარო და ახალი იდეების გენერატორი, რაც ხელს შეუწყობს აგრიტექის განვითარებას საქართველოში.

აგრიტექი

“აგრიტექი” ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო კურსის “აგრიტექი – თანამედროვე და ციფრული ტექნოლოგიები აგრო სექტორში” საბაზისო ნაწილია, რომელიც სპეციალურად აქსელერაციის პროგრამა “ქალი აგრო მეწარმეებისთვის” ფარგლებში შეიქმენა. “აგრიტექი”-ს საბაზისო კურსი ამ ეტაპისთვის ონლაინ კომპონენტს მოიაზრებს, რომლის მიზანიც დაინტერესებული პირებისთვის აგრიტექის მიმართულებით არსებული ინოვაციების და ტენდენციების და ამ სექტორში სტარტაპის შექმნისა და განვითარების ეტაპების გაცნობაა. პროექტი ხორციელდება სილიკონ ველი თბილისის მიერ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხადაჭერით.

მებაღეობა #2

რძის გადამუშავების ტრენინგ- კურსი

კურსი შედგება 12 გაკვეთილის, 1 შუალედური და 1 ფინალური წერისგან.
Agroskills.ge.  All rights reserved.