შეუზღუდავი ხანგრძლივობით
დეკემბერი 21, 2021
123
24 წუთი
აგროტურიზმი არის სფერო, სადაც ტურიზმის ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის ერთობლივი პროდუქტი წარმოდგენილია ფერმერის მიერ. ეს არის ორი დარგის ურთიერთქმედება, როცა აგროტურისტულ შეთავაზებებში აქცენტი კეთდება ტურისტული ბაზრის მომარაგებაზე სოფლის ადგილობრივი ჯანსაღი პროდუქტით.
ევროკავშირის ქვეყნებში აგროტურიზმის წილი ტურიზმიდან მიღებული საერთო შემოსავლების 10-20%-სშორის მერყეობს. წევრი ქვეყნების მთავრობები დაინტერესებულები არიან აგროტურიზმის, როგორც ალტერნატიული ტურიზმის მიმართულების გაძლიერებით და მისი შემოსავლების მაჩვენებლის ზრდის კუთხით. ასევე სოფლის მრავალფუნქციური განვითარების მიმართულებით, რაც გულისხმობს სოფლის გააქტიურებასა და განახლებას (რევიტალიზაციას), ახალი არასასოფლო–სამეურნეო ფუნქციების - წარმოების, ვაჭრობისა და მომსახურეობის დანერგვას, დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნას, და უმუშევრობის დაძლევას; სოფლის რესურსების გამოყენებით ბიზნეს საქმიანობის დივერსიფიკაციას. ამასთან, აგროტურიზმი არის საუკეთესო გზა ქვეყნის კულტურის, ტრადიციების, ადათ-წესების, ფოლკლორის პოპულარიზაციისა და შენარჩუნებისთვის.
პროგრამა მოიცავს ინფორმაციას აგროტურიზმის და აგროტურისტული საქმიანობის შესახებ. ის განიხილავს აგროტურისტული პროდუქტის შემადგენელ კომპონენტებს. ასევე აგროტურისტული სერვისების სპეციფიკას, კერძოდ საოჯახო სასტუროებში ტურისტების მიღება-განთავსების და კვებით მომსახურების თავისებურებებს. პროგრამა ასევე მოიცავს აგროტურისტული ობიექტების მართვის და მარკეტინგის ასპექტებს, როგორიც არის მიზნობივი ჯგუფების განსაზღვრა და ბაზარზე მორგებული პროდუქტის წარდგენა.
ასევე მსმენელი შეძლებს გაეცნოს აგროტურიზმის კონცეფციას, საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის ინსტიტუციურ განვითარებას და თანამშრომლობის ფორმებს.
კურიკულუმი
- აგროტურიზმის არსი უფასო 00:04:00
- მიღება განთავსება და დაჯავშნა უფასო 00:04:00
- აგროტურისტული პროდუქტის სპეციფიკა უფასო 00:06:00
- კვებითი მომსახურებები აგროტურიზმში უფასო 00:04:00
- აგროტურისტული კავშირები და ასოციაციები უფასო 00:06:00



